პროკურატურა კარტოგრაფებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საქართველოს პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. საქმის პროკურორის განცხადებით, ისინი დღევანდელ სასამართლოზე დააყენებენ შუამდგომლობას, რომ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობის ნაცვლად გირაოთი შეიცვალოს.
“რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, როგორც აღვნიშნე, ბრალდებულების ბარალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული, პრაქტიკულად ყველაფერი არის ზედაპირზე და ჩვენ ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება, შესაბამისად, რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი, იმიტომ, რომ ამ ეტაპისათვის უკვე მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას”, – თქვა საქმის პროკურორმა.
საქალაქო სასამართლოში ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის წინასასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.