სიახლეებისპორტი

კასილასს საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწევს

პორტუს მეკარე იკერ კასილასი პროფესიუნალურ დონეზე ვეღარ ითამაშებს. ამის შესახებ სპორტსმენის მკურნალმა კარდიოლოგმა ხუან ანტონიო კორბალანმა განაცხადა.

,,კორონარული სტენტით ფეხბურთის თამაში შეუძლებელია.
იკერი  ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა პროფესიონალურ დონეზე თამაშს ვეღარ გააგრძელებს”, – განაცხადა კარდიოლოგმა.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს პორტუს ვარჯიშის დროს 38 წლის კასილასმა გულის შეტევა გადაიტანა.

ლეგენდარულმა გოლკიპერმა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, მადრიდის რეალთან ერთად მან სამჯერ მოიგო
ჩემპიონთა ლიგა, 5-ჯერ გახდა ლალიგას გამარჯვებული, ხოლო ორჯერ უეფას სუპერთასის მოპოვება იზეიმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button