მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კაჭრეთში ეპიდაფეთქების შემდეგ მოსახლეობაზე დაკვირვება გრძელდება

გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ კაჭრეთში კორონა ვირუსის ეპიდემიოლოგიურ აფეთქებას ჯერჯერობით, ამოწურულად ვერ ჩავთვლით. ამის შესახებ რადიო ჰერეთთან, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მანანა გოგაშვილმა განაცხადა.

გოგაშვილის განმარტებით, ადგილობრივების გარკვეული ნაწილი, ჯერ კიდევ თვითიზოლაციაში იმყოფება და დაკვირვების რეჟიმშია.

” ჯერ არ ამოწურულა კაჭრეთის საკითხი. ბევრი ადამიანია გადაყვანილი თვითიზოლაციაში და დაკვირვების რეჟიმში. აქ ფაქტიურად აფეთქება იყო და ასე სწრაფად ვერ დასრულდება”- განაცხადა გოგაშვილმა.
სოფელ კაჭრეთში, ეპიდემიოლოგიური აფეთქება სამი კვირის წინ დაფიქსირდა, როცა კაჭრეთში მდებარე მრავალპროფილურ კოლეჯში 12 ადგილობრივი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ინფიცირებულების კონტაქტებს შორის იყვნენ, მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებსაც მოგვიანებით კოვიდ- 19 დაუდასტურდათ.

ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, სოფელში მასობრივი ტესტირებაც ჩატარდა. ეპიდემიოლოგიური აფეთქება ამოწურულად ჩაითვლება, როცა დაკვირვების რეჟიმში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციის ვადას დაასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button