კაცმა მუცელში ჩატოვებული მაკრატლით 18 წელი იცხოვრა [Photo/Video]

54 წლის ვიეტნამელ მა ვან ნჰატს მუცლის ღრუდან სამედიცინო მაკრატელი ამოუღეს, რომელიც ექიმებმა 18 წლის წინ ჩატარებული ოპერაციის დროს ჩაუტოვეს, – იუწყება The Daily Mail.
ოპერაციას, რომელიც ვიეტნამელმა ექიმებმა ქალაქ ტჰაინგუენის საავადმყოფოში ჩაატარეს, 3 საათი დასჭირდა.

15 სანტიმეტრიანი მაკრატელი მუცლის ღრუში, მარცხენა მხარეს, მსხვილი ნაწლავის გვერდზე გაიჭედა. ხელსაწყო უკვე დაჟანგებული იყო და შინაგან ორგანოებს შეეზარდა. იმის მიუხედავდ, რომ ნჰატი წლების მანძილზე დისკომფორტს არ განიცდიდა, ბოლო პერიოდში მუცლის ღრუში ტკივილმა მაინც შეაწუხა. საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი გამოჯანმრთელების გზას დაადგა.

გამოცემის ინფორმაციით, ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს ინციდენტის გამოკვლევა დაავალა, მაგრამ ექიმებმა განაცხადეს, რომ ავადმყოფობის ისტორია სამედიცინო არქივში მხოლოდ 15 წლის განმავლობაში ინახება და ამჟამად დამნაშავის ვინაობის დადგენა ძალიან რთული იქნება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა, რომელმაც ლეტალური შედეგი გამოიწვია, მოსკოვის 61-ე საავადმყოფოშიც მოხდა. მაშინ უყურადღებო ქირურგმა პაციენტს სწორ ნაწლავზე დიდი ზომის (60X40 სმ.) სამედიცინო ხელსახოცი მიაკერა.

[print_gllr id=50469]

მსგავსი პოსტები

Back to top button