მნიშვნელოვანისიახლეები

კაცმა რომ გკითხოთ, 5-6 თვეში აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი-მდინარაძე ხაბეიშვილს

ჩემი აზრით, ბატონო ლევან, თქვენ ახლა აღიარეთ ის, რომ არჩევნებში რომ დაიხარჯება „შავი ფული“ პოლიტიკური მიზნებისათვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვისას განუცხადა.

მდინარაძის თქმით, გაუგებარია, რატომ ნერვიულობს ოპოზიცია, თუ მათივე მტკიცებით, რამდენიმე თვეში ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” აღარ იქნება და კანონის შეცვლასაც შეძლებენ.

„ჩემი აზრით, ბატონო ლევან, თქვენ ახლა აღიარეთ ის, რომ არჩევნებში რომ დაიხარჯება „შავი ფული“ პოლიტიკური მიზნებისათვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად. ამიტომ მოგვიწოდებთ, რომ არჩევნების მერე გადადეთო [კანონპროექტის განხილვა].

იმავე ლოგიკით მეც მოგიწოდებთ, რაღას ნერვიულობთ მაშინ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ, ხუთ თვეში და ექვს თვეში, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი მაშინ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ჩვენ ამ [რუსულ] კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს.

“კიდევ ერთხელ გაჟღერდა, ჩვენ ევროპელებს და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს უნდა დავეკითხოთო, თორემ ქართველ ხალხს ვინ ჰკითხავსო. ეს იყო დღეს ამ ხელმოცარულებისგან გაჟღერებული. ეს არის სახელმწიფო, ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა დაფინანსება, რაც შემოდის მედიაში და არასამთავრობო ორგანიზაციებში, 20 პროცენტზე ზემოთ, იქნება ღია და გამჭვირვალე, როგორც არის აშშ-ში, ევროპაში, როგორც არის ცივილიზებულ სამყაროში. საქართველოს მიმართ, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არის უდიდესი ინტერესი.

თქვენ ნახეთ, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა ჩვენი ქვეყანა. ამ ქვეყანაში თავისი გავლენებით ბევრ სახელმწიფოს სურს თავისი გავლენები, როგორც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან. ეს ვერ გავაგებინეთ ამ უსამშობლოებს. ამათ მარტო ის ესმით, რომ ცალ ფეხზე უნდა იდგნენ და რასაც დაუკვეთავენ, ის აკეთონ, გამორიცხულია.

ჩვენ ამ კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ, რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა. 85 მლნ-დან 70 მლნ სად წავიდა, რაში დაიხარჯა, კაციშვილმა არ იცის. სამაგიეროდ, ვხედავთ, ექსტრემისტულ, „მოლოტოვის კოქტეილების“ დაფინანსებას, ლგბტ პროპაგანდას. არ გავუტარებთ, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს ქვეყანა გვიყვარს თავისი რელიგიით, კულტურით, ტრადიციით. ჩვენ ქართველები ვართ. ჩვენი ხალხის უმრავლესობა მხარს გვიჭერს და ბოლომდე გავიტანთ”, – თქვა ზარქუამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button