„კავკასიური ყველი 2015“ თბილისში ყველის სურნელს დაატრიალებს

10 და 11 ოქტომბერს, თბილისში, რიყეზე პირველი საერთაშორისო ფესტივალი კავკასიის მასშტაბით ყველისა და რძის პროდუქტების დარგში გაიმართება, რომელის სრულიად ახალი კონცეფციაა როგორც თემატიკით, ისე გეოგრაფიით – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები. ფესტივალის ორგანიზატორია – საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდია.

ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლები (მათ შორის რიყეზე გამოიფინება ოსური და აფხაზური ყველი; ყველის ინდივიდუალური მწარმოებლების და მსხვილი საწარმოების პროდუქცია, „ მონასტრის ყველი“;

ფესტივალში მონაწილეობენ ყველის მწარმოებლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან.სტუმრის რანგში – თურქული და ებრაული დელეგაციები.

როგორც “ყველის მწარმოებელთა გილდიაში”აცხადებენ, აღნიშნული ფესტივალით საქართველო შეძლებს, აღიდგინოს კავკასიაში კულტურულ-სამეურნეო და სავაჭრო-სამრეწველო ცენტრის სტატუსი.


კავკასიურ ყველს კი ეძლევა შანსი – დაიმკვიდროს კუთვნილი ნიშა ყველის მსოფლიო ბაზრებზე.

ფესტივალი გაიხსნება 10 ოქტომბერს: 

10 ოქტომბერი, შაბათი.საფესტივალო სივრცე მონაწილეებისთვის ( მეწარმე-მოვაჭრეები, კომპანიები) იხსნება – 10:00.საფესტივალო სივრცე სტუმრებისთვის იხსნება 12:00, ფესტივალის სადეგუსტაციო-სავაჭრო სივრცისა და კონფერენციის ოფიციალური გახსნა – 13:00 საკონკურსო პერიოდი – 14:00 -15:00,ფესტივალის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება – 17:00
11 ოქტომბერი. კვირა 11:00-17:00-დე იმუშავებს სადეგუსტაციო-სავაჭრო სივრცე.
13:00 – 15:00 – შეჯიბრი კულინარიულ სასწავლებლებს შორის. გამარჯვებულს გამოავლენენ ვიზიტორები.

ფესტივალი დაიხურება გამარჯვებულთა დაჯილდოებით.
ფესტივალის მედია პარტნიორები გახლავთ, კახეთში მაუწყებელი რადიო ჰერეთი FM 102.8 და თბილისში მაუწყებელი რადიო თბილისი FM 93.5

მოუსმინეთ:

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button