მნიშვნელოვანისაქართველო

იანვარ-აპრილში საქართველოდან 26 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,
2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 26 მლნ ბოთლი ღვინოს ექსპორტირება განხორციელდა, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. უწყებაში აცხადებენ, რომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია. წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 179-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 67%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია ამერიკის, აზიისა და ევროპის მიმართულებით. ასევე, ექსპორტია გაზრდილი ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 108% (219713 ბოთლი), ჩინეთი – 22% (2192025) და პოლონეთი – 16% (1173850). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ისრაელი – 102% (106572), ბელარუსი – 88% (604076), საფრანგეთი – 81% (43938), მონღოლეთი – 72% (106452), კანადა – 70% (66960), ჰოლანდია – 37% (40930), ესტონეთი – 15% (214502), ლიტვა – 4% (179370), რუსეთი- 4% (16850331) და სხვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button