კაზაკებმა პუტინს ძეგლი დაუდგეს
პეტერბურგის ოლქის სოფელ აგალატოვოს კაზაკთა ერთობამ თავიანთ ახალ “ხუტორში” რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ძეგლი დაუდგეს.
სკულპტურა რომის იმპერატორის ტოგაშია გამოსახული, რომელსაც გულს რუსეთის გერბიანი მედალიონი უმშვენებს.
კაზაკთა ატამანი, პეტერბურგელ კაზაკთა ასოციაცია “იბრისის” ხელმძღვანელი, ანდრეი პოლიაკოვი აცხადებს, რომ როგორც კი მათ საშუალება ექნებათ, ვლადიმერ პუტინის ორჯერ უფრო დიდ ბიუსტს დადგამენ.
ძეგლის ავტორის ჩანაფიქრით, პუტინს თავზე დაფნის გვირგვინიც უნდა ჰქონოდა, თუმცა, კაზაკებმა ამ ეტაპზე არჩიეს, უგვირგვინოდ დაეტოვებინათ.
“ასე ის ჩვენიანია, რუსი, დაფნის გვირგვინით კი მთლიანად რომაელს დაემსგავსებოდა.” – აღნიშნა პოლიაკოვმა.
როგორც გაზეთი ,,ფიგარო” წერს, კაზაკებმა ყირიმის რუსეთთან მიერთების გამო, პუტინის მიმართ პატივისცემა ამ ფორმით გამოხატეს.