“კაზანტიპი სახელს იცვლის და ყირიმში ბრუნდება” [Video]
მუსიკალური ფესტივალი ახალი სახელწოდებით “Befooz”, 31 ივლისიდან 15 აგვისტომდე ჩატარდება.
მუსიკალური პროექტის ავტორი ნიკიტა მარშუნოკი თავის Facebook გვერდზე წერს, რომ პოპულარული მუსიკალური ფესტივალი ყირიმის საკსკის რაიონის დაბა პოპოვკაში ჩაივლის.
შეგახსენებთ, ფესტივალი ყირიმში 1990 წლიდან ტარდება, გასული წლის გამონაკლისით, როდესაც ყირიმის ანექსიის შემდეგ, მას ანაკლიამ უმასპინძლა.
განახლებულ „კაზანტიპზე“ შესასვლელი ბილეთების ფასი 90-დან 190 დოლარამდე იქნება.