მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

კელი დეგნანი „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მონაწილეებს მიესალმა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დღეს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მივიდა და სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მონაწილეებს მიესალმა. დღევანდელი ღონისძიების შესახებ ტექსტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ფეისბუქ-გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

კეთილი იყოს თქვენი ფეხი ქართულ მიწაზე!

დღეს, აშშის არმიის 173- საჰაეროსადესანტო ბრიგადის 200 მედესანტე ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე პარაშუტით დაეშვა.

ელჩი კელი დეგნანი საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან და სხვა საპატიო წარმომადგენლებთან ერთად საჰაეროსადესანტო დაშვებას ადგილზე დააკვირდა და მედესანტეებს მიესალმა.

ღირსეული პარტნიორი 2020 არის საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშის არმიის ევროპის სარდლობის მიერ ერთობლივად მართული სამხედრო სწავლება, რომელსაც ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელი ბაზები მასპინძლობს საქართველოში.

7-18 სექტემბერს გამართულ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 2,800 სამხედრო პირი საქართველოდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

 

Welcome to Georgia!

Today, 200 paratroopers of the U.S. Army 173rd Airborne Brigade parachuted into Vaziani Training Area.

Ambassador Kelly C. Degnan joined Minister of Defense Irakli Gharibashvili and other dignitaries to watch the jump and welcome the paratroopers.

Noble Partner 20 is a GDF and U.S. Army Europe cooperatively-led exercise, hosted at Vaziani and Camp Norio training areas in Georgia. Approximately 2,800 members of the military from Georgia, Poland, the UK, and the U.S. will participate in the exercise on September 7-18.

მსგავსი პოსტები

Back to top button