კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კელი დეგნანი კახეთში სტუმრობისას პოლიტიკურ პროცესებსაც გამოეხმაურა

“კარგია, რომ პოლიტიკური პარტიები უერთდებიან პარლამენტს, საჭიროა მხარეებმა იმუშაონ, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ამომრჩეველთა სრული ნდობის პირობებში”- ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ყვარელში სტუმრობისას, ამერიკული თაროს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

კელი დეგნანი თვლის, რომ პარლამენტმა საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა უნდა გააგრძელოს.

” ვიცი, რომ მუშაობენ საარჩევნო რეფორმაზე. ჩვენი გზავნილი იყო თანმიმდევრული, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება გამოხატულიყო პარლამენტში.ჩვენ მოვუწოდებდით, რომ პარლამენტში გააგრძელონ ის რთული სამუშაო, რაც რეფორმებს უკავშირდება.ზუსტად ამას მისცა ხმა საქართველოს მოსახლეობამ”- განაცხადა დეგნანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ისრაელში შექმნილ საომარ ვითარებას გამოეხმაურა და თქვა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

ამერიკული თაროს გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დიპლომატმა დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა და ქართულ – ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კელი დეგნანს ყვარელში, საჩუქრად ილია ჭავჭავაძის პორტრეტი გადაეცა, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრებმა მხატვარმა, ვალოდია გელაშვილმა შეასრულა.

კელი დეგნანი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმსაც ესტუმრა და ქართულ-ამერიკული მეგობრობის ხეივანი გახსნა.

ამერიკული თარო საქართველოში, 15 ამერიკული სივრცის ქსელის ნაწილია. ის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და დაინტერესებულ პირებს ამერიკის კულტურის, პოლიტიკისა და ინგლისური ენის შესწავლაში ეხმარება.

მსგავსი პოსტები

Back to top button