მნიშვნელოვანიმოზაიკა

კელი დეგნანი ლაგოდეხს სტუმრობდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ელჩმა ლაგოდეხში ტურისტული მარშრუტები დაათვალიერა. მოინახულა დაცული ტერიტორიები, ნაკრძალი და როჭოს ჩანჩქერის ბილიკი დალაშქრა.
აშშ-ის ელჩმა კარალიოკის და უნაბის ჩირი, ლაგოდეხში წარმოებული რქაწითელი, საფერავი და ადგილობრივი ყველი დააგემოვნა.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ რადიო ჰერეთთან თქვა, რომ აშშ-ის საელჩოსთან დიდი ხნის მეგობრობა და მხარდაჭერა აკავშირებთ.

კელი დეგნანი არაოფიციალური ვიზიტით, როგორც ტურისტი ისე სტუმრობდა ლაგოდეხს.
სულამანიძის თქმით, ლაგოდეხის დათვალიერების რეკომენდაცია კელი დეგნანს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გაუწია. 
მისი თქმით, კელი დეგნანი რეინჯერების და დაცული ტერიტორიების თანამშრომლების გარდა იქ მყოფ ხალხსაც გაესაუბრა.

ბოლო დღეებია აშშ-ის ელჩი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობა, ცოტა ხნის წინ მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს მოინახულა.

 

მოუსმინეთ ჩვენს ინტერვიუს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორ გიორგი სულამანიძესთან

მსგავსი პოსტები

Back to top button