რეგიონისიახლეები

ხმაური სენაკში – აქციის წევრი თავის დაწვით იმუქრება

სენაკის მუნიციპალიტეტში ყოფილი საავადმყოფოს შენობის გაყიდვას აპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ყოფილი საავადმყოფოს შენობის წინ დილიდან კარავია გაშლილი.

“თუ 24 საათში ხელისუფლება არ მოგვაქცევს ყურაფღებას, ბესო წულეისკირი თავის დაწვით იმუქრება. 2010 წლიდან გაჩერებულია ეს შენობა, არის კერძო კლინიკა “არქიმედე”, რომელიც ჩვენს პაციენტებს არ ყოფნით და იძულებულნი არიან წავიდნენ ზუგდიდსა და ქუთაისში. რატომ უნდა გაიყიდოს ეს შენობა, რომ მერე კაზინო ააშენოს მფლობელმა?! ამას არ დავთმობთ”,- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი აპოლონ გარუჩავა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. სამოქალაქო აქტივისტებს ჯერ-ჯერობით არავინ შეხმიანებია. ყოფილი საავადმყოფოს შენობა აუქციონზე იყიდება, მისი საწყისი ღირებულება მილიონი ლარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button