მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კელი დეგნანი ზუგდიდში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ზუგდიდში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ელჩმა ამერიკული კუთხის გაფართოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამოფენა დაათვალიერა და სპეციალურად ელჩის ვიზიტის ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრო.
კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა, ელჩი ნიკა მელიას საკითხს და ამნისტიის კანონპროექტსაც შეეხო.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შესვლას, ასევე ელჩის განცხადებით, ნიკა მელია არის ყველაზე დიდი ოპოზიციის წარმომადგენელი და ის უნდა წარმოადგენდეს მის ამომრჩეველს საქართველოს პარლამენტში.
აშშ-ის ელჩი ზუგდიდში დარჩება და შეხვედრებს ხვალაც გამართავს.