კენ ლოუჩის ფილმი კანის კინოფესტივალის გამარჯვებულია

ბრიტანელი რეჟისორის კენ ლოუჩის ფილმმა სახელწოდებით “მე, დანიელ ბლეიკი” კანის კინოფესტივალის “ოქროს პალმის რტო” მიიღო. ლოუჩისთვის, რომელსაც მომავალ თვეს 80 წელი უსრულდება, ეს კანის კინოფესტივალზე მეორე გამარჯვებაა. მისმა ფილმმა კინოფესტივალის მთავარი ჯილდო 2006 წელსაც მოიპოვა.

დრამა “მე, დანიელ ბლეიკი” მოგვითხრობს ნიუკასლელი დურგლის ისტორიას, რომელსაც ინფარქტის შემდეგ მუშაობა არ შეუძლია და სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების მიღებას ცდილობს.

“ჩვენ იმედი უნდა მივცეთ ადამიანებს, უნდა ვუთხრათ მათ, რომ სამყარო შეიძლება იყოს სხვანაირი», – განაცხადა კენ ლოუჩმა კანის კინოფესტივალზე დაჯილდოების ცერემონიალის დროს.

კინოფესტივალის ორი ჯილდო მიიღო ირანელი ასგარ ფარჰადის ფილმმა “მოვაჭრემ”. ირანელი რეჟისორის კინოსურათი ჟიურიმ საუკეთესო სცენარისთვის დააჯილოდვა, ასევე ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი შაჰაბ ჰოსეინი საუკეთესო მამაკაც მსახიობად აღიარა.

საუკეთესო ქალ მსახიობად კანის კინოფესტივალის ჟიურიმ დაასახეა ფილიპონელი ჟაკლინ ხოსე რეჟისორ ბრილიანტე მენდოსას ფილმში Ma’Rosa შესრულებული როლისთვის.

ფესტივალის გრან-პრი კანaდელი რეჟისორის ქსავიე დოლანის ნამუშევარმა მიიღო სახელწოდებით “ეს უბრალოდ სამყაროს აღსასრულია”.

კანის საერთაშორისო 69-ე კინოფესტივალი 11 მაისს გაიხსნა.

კონკურსის ფარგლებში საკუთარ ფილმები წარადგინეს ასევე ისეთმა ცნობილმა რეჟისორებმა, როგორიცაა პედრო ალმადოვარი, ჯიმი ჯარმუში, პოლ ვერჰოვენი, ჟან-პიერ და ლუკ დარდენები და შონ პენი. საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წელს ავსტრალიელი რეჟისორი, ბლოკბასტერის “შეშლილი მაქსის” ავტორი ჯორჯ მილერი ხელმძღვანელობდა.

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button