კენიაში ალბინოსების სილამაზის კონკურსი გაიმართა [Video]

კენიის დედაქალაქ ნაირობიში ალბინოსების მსოფლიოში პირველი სილამაზის კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 10-მა ქალმა და ამდენივე მამაკაცმა მიიღო.

ღონისძიებას “Beauty Beyond Skin” (სილამაზე კანის მიღმა) ეწოდა.

კონკურსის ჩატერების მიზანი ადამიანებში პიგმენტაციის არქონის პრობლემაზე ყურადღების მიქცევა და შესწავლა გახდა.

ღონისძიებას ათასამდე ადამიანი დაესწრო, მათ რიცხვში ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, უილიმ რუტოც იყო.

კონკურსის მონაწილეები პოლიციის, ჯარის ოფიცრებისა და ოფიციანტების სამოსში გამოეწყვნენ. მათ ამ ფორმით მინიშნება იმაზე გააკეთეს, რომ ალბინოსებს სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

კონკურსის ჩატარების კიდევ ერთი მიზეზი საზოგადოებაში არსებული ცრურწმენა გახდა, რომლის გამოც ალბინოსებს ხშირად ავიწროებენ.

მეზობელ ტანზანიასა და მალავიში თვლიან, რომ ალბინოსების ორგანოებს ბარაქა და იღბალი მოაქვთ, ამიტომ მათზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული – პიგმენტაციის არმქონე ადამიანებს კიდურებს ან სხვა ორგანოებს აჭრიან და თილისმად იყენებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button