მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად”

პარტიის კანონი და სამართალი დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ძვირფასო მეგობრებო!
ქალბატონებო და ბატონებო!!!!!
პირველად გამცნობთ თქვენ (დაპირებისამებრ) უპირველესად თქვენ!

“გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიიიდი სამეგობროს, ასევე ჩემი ძმის მამუკა ჩარკვიანის თხოვნით, ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შედეგად, დედას – ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ირმა ჩხეიძის, ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით გადაწყვეტილება მიღებულია – კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად (ჩემს უბანში)

“დევიზი ასეთია “არც ერთი ხმა პუტინს”! საქართველო კორუფციონერების და 30 წლიანი, თაღლითი -კორუფციაში ჩაფლული, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს – პენსიას, რომ იპარავენ!!

“მიყვარხართ მე თქვენ, მიყვარს გაწვალებული მტრისგან დაუცველი საქართველო და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება !!” – წერს თაკო ჩარკვიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button