კულტურამოზაიკა

კევინ სპეისიმ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა [ვიდეო]

მასაჩუსეტსის შტატის პროკურატურამ 24 დეკემბერს განაცხადა, რომ მსახიობ, კევინ სპეისის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც თავდასხმისა და ცემის ფაქტს შეეხება.

სასამართლოს პირველი სხდომა 20 დეკემბერს გაიმართა, ხოლო ოფიციალურად ბრალს 7 იანვარს წაუყენებენ.

სპეისის სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში 30-ზე მეტი ადამიანი ადანაშაულებს. კევინ სპეისის გარშემო სექსუალური სკანდალი გასული წლის 30 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც მსახიობმა, ენტონი რაპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. კევინმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია.

ამ ამბიდან მალევე, კომპანია Netflix-მა სერიალ “ბანქოს სახლის” ბოლო, მე-6 სეზონის გადაღება შეაჩერა. 4 ნოემბერს ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ სპეისი გადაღებებიდან მოხსნეს.

ასევე, ამერიკულმა სატელევიზიო პრემია „Emmy Award“-მა, კინოინდუსტრიაში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის “2017 წლის საპატიო ემის” აღარ გადაეცა.

ბრალდების შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ კევინ სპეისიმ 3-წუთიანი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სახელწოდებით Let me be Frank, რაც ორნაირად ითარგმნება: „ნება მომეცით, ვიყო ფრენკი“ და „მოდი, ვიქნები გულახდილი“.

ვიდეორგოლში მან პრეზიდენტ ფრენკ ანდერვუდის როლს მოირგო. 2017 წლის შემოდგომის შემდეგ ეს სპეისის პირველი საჯარო მიმართვა გახდა.

ვიდეო მიმართვაში ჰოლივუდის მსახიობი, ანდერვუდის სახელით ლაპარაკობს სერიალში განვითარებულ მოვლენებზე.

სპეისი ვიდეორგოლში ამბობს „ზოგიერთებმა გავრცელებული ხმები დაიჯერეს და მოუთმენლად ელოდნენ, როდის ვაღიარებდი ყველაფერს. ისინი ყველაფერს მისცემდნენ, რომ ჩემგან მოესმინათ, რომ სამართლიანად დავისაჯე. განა ეს ადვილი არ იქნებოდა? დასკვნები შესაძლოა ისეთი მატყუარა იყოს, გენატრებოდით?”

მსგავსი პოსტები

Back to top button