მნიშვნელოვანი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობა 89 კოვიდინფიცირებულს უტარდება. მათგან 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გარდა ამისა, ვირუსს ბოლო დღე-ღამეში კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 8-მდე გაიზარდა.

ამ დრომდე ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი სულ 1116 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 330 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button