მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის-პრეზიდენტი პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოცდას, თუ ამას ამერიკის შეერთებული შტატები გააკეთებს.
რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ ამერიკა უკრაინაში ჯარისკაცებს გააგზავნის, რუსეთი ამას ქვეყანაში ინტერვენციად განიხილავს.

„ბაიდენს და სხვებს საკმარისი სპეციალისტები ჰყავთ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის სფეროში სტრატეგიული თავშეკავების ნაწილში. ამიტომ არ მგონია, რომ საქმე აქეთკენ მიდიოდეს, მაგრამ ბირთვული ომისთვის მზად ვართ,
თუ ისინი ასეთ გამოცდას ჩაატარებენ – არ გამოვრიცხავ, აუცილებელი არ არის, ჩვენ ეს გვჭირდება თუ არ გვჭირდება ჯერ კიდევ დაფიქრებაა საჭირო – მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ“, – განაცხადა პუტინმა სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიაჯგუფში შემავალი ტელეარხის, „როსია 1-ის” და სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელ დმიტრი კისელიოვთან ინტერვიუში, რომელიც დღეს, 13 მარტს, გამოქვეყნდა.

შეკითხვას, მზად არის თუ არა რუსეთი უკრაინის კონფლიქტის გამო ბირთვული იარაღი გამოიყენოს, პუტინმა უპასუხა, რომ იარაღი იმისთვის არსებობს, რომ გამოიყენო და რუსეთს აქვს თავისი „პრინციპები“:
გარდა ამისა დამატებით რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის. დიმიტრი კისელევთან “როსია 1”-ისთვის და RIA Novosti-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთი მზადაა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი ეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას, ზიანი ადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

“იარაღი არსებობს იმისთვის, რომ გამოიყენონ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები. რას ამბობენ ისინი: რომ ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ იარაღი, მათ შორის ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ, თუ საუბარია რუსული სახელმწიფოს არსებობაზე, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებაზე. ჩვენთვის ყველაფერი გაწერილია ჩვენს სტრატეგიაში, ჩვენ ის არ შეგვიცვლია”, – თქვა პუტინმა.

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთის ბირთვული ტრიადა უფრო თანამედროვეა, ვიდრე სხვა ქვეყნების.
2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით.

2024 წლის 29 თებერვალსაც, ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და „რუსეთის მოწინააღმდეგეებს“, ანუ დასავლეთს შეახსენა, რომ რუსეთი ფლობს იარაღს, რომელსაც სამიზნეების განადგურება მათ ტერიტორიებზეც შეუძლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button