მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,ხალხი გვიყურებს უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში და დასავლეთ ბალკანეთში რომლებსაც წინასვლაზე უარს ვეუბნებოდით,,-მეცოლა EU-ის გაფართოებისთვის ემზადება

ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა არჩევის შემდეგ პირველივე გამოსვლაში ახსენა საქართველო. რობერტა მეცოლას პირველივე სიტყვაში იყო საუბარი ევროკავშირის გაფართოებაზე, იმაზე რომ ხელი უნდა გაუწოდონ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბალკანეთს- ქვეყნებს, რომლებსაც წინსვლაზე დიდი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენ უარს .

“ევროპარლამენტი ყოველი ევროპელის სახლად დარჩება. ერთად იმედის პოლიტიკას უნდა დავუჭიროთ მხარი. ოცნებას, რომელსაც ევროპა წარმოადგენს. მინდა ხალხს დაუბრუნდეს რწმენა იმისა, რომ ჩვენი სივრცე უფრო უსაფრთხო, სამართლიანი და თანასწორი იქნება. ამ პარლამენტს მსოფლიო უყურებს. ეს ის პარლამენტია, რომელიც ყველას გვეამაყება. აქ საპარლამენტო დიპლომატიას დიდი გავლენა ექნება. იმიტომ, რომ ვიცავთ მრავალ პოზიციას და ვემზადებით ევროკავშირის გაფართოებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ გვიყურებს უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი ხალხი, ასევე დასავლეთ ბალკანეთი, რომელსაც წინსვლაზე დიდი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენ უარს, მზად უნდა ვიყოთ ევროპის ხელი გავუწოდოთ, რადგან ამ ქვეყნებიდან ყველა მკაცრად მისდევს საკუთარ ნაწილს, რომელიც აუცილებელ კრიტერიუმებს ითვალისწინებს. მზად უნდა ვიყოთ მივიღოთ ეს ახალი რეალობა. ერთად ამისთვის მზად ვიქნებით. ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით.” – აცხადებს რობერტა მეცოლა.

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად 562 ხმით ის პოსტზე უკვე მეორედ აირჩიეს.
მეცოლამ საქართველოდან მილოცვები მიიღო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას ხელახლა არჩევას ულოცავს.
პარლამენტის თავმჯდომარე მეცოლას წარმატებას უსურვებს.
“პატივცემულო რობერტა, გილოცავთ ევროპული პარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გისურვებთ წარმატებას თქვენს ძალისხმევაში, გააძლიეროთ „დემოკრატიის სახლი“ და მისი როლი ევროკავშირის საქმეებში. გიდასტურებთ, რომ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობები და საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დავუახლოვოთ”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.
„გილოცავთ, ხელახლა არჩევას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისთვის და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისადმი მათი მტკიცე არჩევანის მიმართ. მოუთმენლად ველი შემდგომ თანამშრომლობას!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.
მთავრობის მეთაური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„რობერტა მეცოლას ვულოცავ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას!
ველით ჩვენს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას!“, – წერს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „X”-ში.

მსგავსი პოსტები

Back to top button