ბრიტანეთში რეზინის იხვების რბოლა გაიმართა [Video]

დიდი ბრიტანეთის მყუდრო სოფელ ბიბერში, რომელიც ლონდონიდან 135 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, რეზინის იხვების რბოლა გაიმართა, – იუწყება პორტალი UPI.com.
ადგილობრივი მდინარის ნაპირზე ათასობით ადამიანმა თავი მოიყარა, რათა უცნაური სანახაობისთვის თვალი ედევნებინა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 2 ათასზე მეტმა ხელოვნურმა იხვმა. მაყურებელს ფსონის დადება შესთავაზეს, ხოლო შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოახმარეს.
აღსანიშნავია, რომ უჩვეულო შეჯიბრი ბიბერში ყოველწლიურად, შობის დღესასწაულის შემდეგ იმართება.