,,ხალხმა აგვირჩია და ვართ ხელისუფლებაში,,-თბილისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა
“ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა აქ შეკრების, სხვადასხვა საკითხზე საუბრის,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კახა კალაძემ იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რის წინაშეც დგას ქვეყანა და აღნიშნა, რომ მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერით არის შესაძლებელი ყველა წინაღობის დაძლევა.
“მიხარია, ვუერთდები მხარდამჭერთა კლუბის გახსნის მილოცვებს. ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა აქ შეკრების, სხვადასხვა საკითხზე საუბრის. უამრავი მხარდამჭერი გვყავს, ადამიანები, რომლებიც პარტიის წევრები არიან და ისინიც, ვინც გვგულშემატკივრობენ და მხარს უჭერენ იდეოლოგიას, რაც ჩვენი მხრიდან არის გაჟღერებული. დღეს ყველა ვხედავთ, რა მოცემულობის წინაშე დგას ქვეყანა. მარტივია
ადამიანმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე, სამშობლოზე. რა არის ამის მიზეზი? ორი მიზეზი არსებობს – ერთი ის, რომ ჩვენ არ დავიწყეთ ომი, არ გავხსენით მეორე ფრონტი ქვეყანაში და მეორე – არ შევუერთდით სანქციებს. ერთიც და მეორეც დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.
ხალხმა აგვირჩია და ვართ ხელისუფლებაში იმიტომ, რომ გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას. რაც არ უნდა მუქარები, შეტევები იყოს სანქციებთან დაკავშირებით, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, მით უფრო გააქტიურდება ეს აბსურდული განცხადებები, ამის არ შეგეშინდეთ, კიდევ უფრო მეტი სიბინძურე წამოვა, აქ ვართ გამარჯვებულები, რადგან სიმართლე ჩვენ მხარესაა. სიმართლით ვართ შეიარაღებულები. ვერავინ შეძლებს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს დაჩოქებას. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ხალხი, ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. ნურავის ნუ ჰგონია, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, რომ ამ თავისუფლებას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას დავთმობთ,”- განაცხადა კახა კალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თბილისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე საზოგადოებას მიმართა.
“რამდენი ქართველიც იქნება, იმდენმა უნდა უზრუნველყოს თავისი მომავალი ისე, რომ თავის შვილებს დაუტოვოს მთავარი სათქმელი – სამშობლო უპირველეს ყოვლისა, საქართველო უპირველეს ყოვლისა, მამული, ენა და სარწმუნოება – როგორც ანდერძი და რომ ამისთვის ყველაფრის გაღება ღირს. ყველას, ვისაც იმის ძალა აქვს, რომ ამ მიმართულებით მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ეროვნულ ძალას, და დღეს როდესაც ვხედავთ მეორე ფლანგზე არათუ ეროვნულ ძალებს, არამედ იმას, რომ გარედან მართული ადამიანები არიან, ვალდებულები ვართ არ გავტყდეთ და გთხოვოთ მხარდაჭერა. გვინდა გთხოვოთ, რომ ჩვენ გვჭირდება მაღალი ლეგიტიმაცია იმისათვის, რომ დავიცვათ ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე – მამული, ენა და სარწმუნოება
ერთ ადამიანს წამოცდა ჩვენი ოპონენტებიდან, რომ ევროპამ რომ გვთხოვოს – ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთ ერთი კვირაო. არასდროს. მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით მიღირს მე ვიარო იქით, სადაც არის ჩემი სამშობლოს ბუნებრივი ოჯახი – ევროპა,” – აღნიშნა მდინარაძემ.
თბილისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა.