მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხალხმრავლობა სოფელ ყარაჯალას საარჩევნო უბნებზე

განსაკუთრებული ხალხმრავლობაა თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალას საარჩევნო უბნებზე.

საბავშვო ბაღისა და საჯარო სკოლების შენივე თან, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიებია განთავსებული, ამ წუთისთვის დაუდგენელი პირები იმყოფებიან.

ისინი მედიასთან ურთიერთობას თავს არიდებენ და რა მიზეზით იმყოფებიან უბნათან , განმარტებას არ აკეთებენ.
უბანთან ახლოს მოძრაობენ პოლიციის ავტომანქანებიც, რომლებიც მოქალაქეების თავშეყრას ხელს არ უშლიან.
საარჩევნო უბნებთან ადამიანების თავშეყრას დღევანდელი არჩევნების ტენდენცია უწოდა, ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმაც”

მათი ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან ასეტრიანი რადიუსის დარღვევის ფაქტებს მასიური ხასიათი აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button