ხანძარი ბორჯომის ხეობაში – დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი

20953563_1594247643973314_4556102753484729098_nბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის შედეგად ბოლო ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი. ამის შესახებ ინფორმაციას ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბი ავრცელებს.

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის განცხადებით, ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მინდია ჯანელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამაშველო სამსახური, ასევე ავიაცია მიუახლოვდეს იმ ტერიტორიას, სადაც არსი ხანძრის ძირითადი კერა. კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი ჯერჯერობით ვერ აკეთებს პროგნოზს შესაძლებელია თუ არა დღეს ხანძრის ლიკვიდირება.

400-მდე მაშველი-მეხანძრე და მძიმე ტექნიკა ავიაციასთან ერთად წაღვერის ტყეში შეუჩერებლად მუშაობას განაგრძობს.

პროცესში ჩართულია 3 ვერტმფრენი – აქედან 2 ქართული და ერთი აზერბაიჯანული. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მობილიზებული ბულდოზერებითა და ტრაქტორებით ღამით ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ტყეში 10 კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაიჭრა. სტიქიის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ცოტა ხნის წინ მორიგი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button