მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხანძარი დედოფლისწყაროში-შირაქის ველზე ქერისა და ხორბლის ყანები იწვის

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ისევ ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა კვლავ შირაქის ველებზე მოხდა.
ცეცხლი ჯერ კიდევ მოუმკელ ხორბალს, აღებული ყანიდან გადაედო.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თავდაპირველად 15 ჰექტარი ნამკალი დაიწვა, შემდეგ კი ხანძარი ასაღებ მოსავალს მოედო.

ამ ეტაპზე, ერთი ჰექტარი ხორბლის მოსავალია დამწვარი.

ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო- სამაშევლო ჯგუფებმა , ხანძრის ლოკალიზება უკვე მოხერხეს. ამ ეტაპზე, მეხანძრეები სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button