ხანძარი დედოფლისწყაროს საპატრიარქოს სკოლაში

დედოფლისწყაროში მდებარე საპატრიარქოს სკოლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად რამდენიმე საათი მუშაობდნენ კახეთის სახანძრო სამსახურის ბრიგადები.

ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზეულია, თუმცა მთლიანად დამწვარია შენობის სახურავი.

როგორც დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკა ჯანიაშვილი ამბობს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მას სამართალდამცავები დაადგენენ.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მოკვლევას დედოფლისწყაროს პოლიცია აწარმოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button