საქართველოსიახლეები

ხანძარი ძმობის ქუჩაზე

ძმობის ქუჩაზე სამსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე შვიდი სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ცეცხლი გვერდით მდებარე მეორე შენობასაც მოედო. მაშველებთან ერთად, ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროს ოთარ კერესელიძის განცხადებით, საერთო ჯამში, ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრს მოედო.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების თქმით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ შემთხვევის ადგილზე მისვლა დაიგვიანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button