მნიშვნელოვანირეგიონი

ხანძარი კახეთში

ხანძარი კახეთში- გურჯაანის მუნიციპალიტეტში სახლი დაიწვა.

შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სოფელ ბაკურციხეში მოხდა.

ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაჩენილმა ცეცხლმა სახლი და საყოფაცხოვრებო ნივთები სრულად გაანადგურა.

ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა, რადგან ოჯახმა შენობის დატოვება დროულად მოახერხა.

შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს, გამოძიება დაადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button