მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ხანძარი კასისხევში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი დილის 5 საათზე გაჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მთლიანად განადგურდა სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები.

დამწვარია ოჯახის კუთვნილი სამარშრუტო ტაქსი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც კისისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა განაცხადა, საცხოვრებელ სახლში 5 ადამიანი ცხოვრობდა.

ზურაბ გრძელიშვილის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

„ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროენერგია ან ბუნებრივი აირი იქნება. მიმდინარეობს გამოძიება და ზუსტ მიზეზს სამართალდამცავები დაადგენენ. მე შევხვდი და ვესაუბრე საცხოვრებელი სახლის მეპატრონეს, რომელიც პოლიციაში დაკითხვაზე წავიდა“. – განაცხადა ზურაბ გრძელიშვილმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button