მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხანძარი ლაგოდეხში-ადგილობრივს თხილის ბაღი მთლიანად დაეწვა

ლაგოდეხში ხანძრის შედეგად, თხილის ბაღი დაიწვა. ერთ- ერთ ადგილობრივს, ვახტანგ გიქორაშვილს ნარგავები ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე ჰქონდა გაშენებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო- სამაშველო ბრიგადებმა, ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს, თუმცა ბაღის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტერიტორიის მეპატრონე ზარალის ზუსტ ოდენობას, ამ ეტაპზე ვერ ასახელებს.

რა გახდა თხილის ბაღში ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button