ხანძარი სოფელ სვირში – პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

ახალციხის რაიონის სოფელ სვირში, ხანძარს ებრძვიან. სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან.

მედიას ტერიტორია ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების გამო დაატოვებინეს და სოფელ სვირის ცენტრში გადაიყვანეს. ამ ადგილზე გაიხსნება საგანგებო შტაბი, სწორედ აქედან მოხდება ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოების მართვა.

ხანძრის კერები სოფლიდან დაახლოებით 5 კილომეტრშია, თუმცა მანქანით მისვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და ტერიტორიაზე სახანძრო მანქანების შეყვანა ვერ ხდება.

ახალციხის რაიონში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილით ადრე განახლდა. პროცესში ცოცხალ ძალასთან ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ერთი ვერტმფრენიც.

სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარი გუშინ დაახლოებით 17:00 საათისთვის გაჩნდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცეცხლი არც ისე დიდ ფართობს უკიდია, თუმცა მისი ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button