ხანძარი თუშეთში

თუშეთში, ხახაბოს მთაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ცეცხლი არა ნახანძრალ ტერიტორიაზე, არამედ ახალ ადგილზე გაჩნდა, რომლის ლოკალიზება ამ წუთებში მიმდინარეობს.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან მეხანძრეები, რეინჯერები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
რთული რელიეფის გამო ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.