მნიშვნელოვანიმსოფლიო

ხანძარს ბაქოში 26 ადამიანი ემსხვერპლა

ბაქოში, ნარკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში გაჩენილ ხანძარს ბოლო მონაცემით 26 ადამიანი ემსხვერპლა.

ცეცხლი შენობას წუხელ გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. გარდაცვლილთა გვამები მაშველებმა მხოლოდ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ აღმოაჩინეს.

სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოში 4 ადამიანია გადაყვანილი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button