მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ხანძარს ქვეყნის მასშტაბით 9 ლოკაციაზე ებრძვიან

ცეცხლის ქრობის სამუშაოების სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში გრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგელობით, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკით და სასაზღვრო პოლოციის ვერტმფრენით განაგრძობს უწყვეტ რეჟიმში მუშაობას.
ტყის და მინდვრის ხანძარს ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით 9 ლოკაციაზე ებრვძვიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.