მოზაიკასაქართველოსიახლეები

ხანძრის ჩაქრობა წყლის გარეშე – ქართულ ბაზარზე ცეცხლმაქრი ბურთები შემოდის

ELIDE Fire ოქტომბრიდან ქართულ ბაზარზე შემოვა. წითელი ბურთი ინოვაციაა, რომელიც ხანძარს წყლის გარეშე აქრობს და გააქტიურებისათვის, სულ რაღაც 3-10 წამი სჭირდება. საქართველოში მისი ღირებულება 100 აშშ დოლარის ექვივალენტი იქნება. პროდუქტის ოფიციალური დისტრიბუტორები ამბობენ, რომ ამ მოწყობილობის მიერ ყველა სხვა სახის ცეცხლსაწინააღმდეგო საშუალების ჩანაცვლება გარდაუვალია და ეს მხოლოდ დროის საკითხია.

მისი მოქმედების მექანიზმი შემდეგია: პირველი ხერხი ბურთის სროლაა იმ ადგილებში, სადაც ცეცხლია. ბურთი იმდენად მარტივად გამოსაყენებელია, რომ მისი მოხმარება არ საჭიროებს ტრენინგებსა და კონკრეტულ უნარ-ჩვევებს. საკმარისია მხოლოდ მისი ჩაგდება ცეცხლმოკიდებულ ადგილას და ბურთი თვითონ აქტიურდება სულ რაღაც 3-10 წამში. მეორე ხერხი ბურთის იმ ადგილებში განთავსებაა, სადაც ყველაზე დიდია ცეცხლის გაჩენის საფრთხე. მაშინ, როდესაც ცეცხლის ალი ბურთს მოედება, ის წამებში აქტიურდება და კერას სრულად აქრობს.

ბურთის წონა კი, 1,3 კილოგრამია, რაც, თავისთავად, მარტივს ხდის მის გამოყენებას.

ცნობისთვის, პროდუქტი წარმოებულია ISO 9001 სტანდარტის მიხედვით.

მსგავსი პოსტები

Back to top button