ხანძრის კერები საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტებში

თელავში, სოფელ ართანაში, კოხტას გორაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოშ განაცხადეს, რომ ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები, რომელიც ადგილობრივებთან ერთად, სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.
ცეცხლი სოფელ ართანიდან 12 კილომეტრის დაშორებით, ალპურ ზონაში პარასკევს გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი დაუდგენელია.
გომბორის ტყეში კი ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა.
პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილობრივებიც მონაწილეობენ. ცეცხლი გამხმარ ბალახს უკიდია.
ხანძრის ლიკვიდირება უკვე მოხერხდა საგარეჯოში, ვერონას მონაკვეთზე. ცეცხლის გაჩენის მიზეზად დაუდევრობა სახელდება.