რეგიონი

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი დახმარებას ითხოვს

ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარება სჭირდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები ყურბანოვების ოჯახი დახმარებას ითხოვს.

5 იანვრის ღამით, ხანძრის შედეგად, ყურბანოვების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
80 წელს მიღწეული ცოლ- ქმარი, ღია ცის ქვეშ, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტანსაცმლის გარეშეა დარჩენილი.

ახლობლების ინფორმაციით, მთლიანად დამწვარია ყურბანოვების ვაჟის კუთვნილი ფქვილისა და ზამთრისათვის შეძენილი პროდუქტის მარაგიც, რომელიც ხანძრისგან განადგურებულ სახლში ინახებოდა.

დღევანდელი მდგომარეობით, მოხუცები შვილთან არიან შეფარებული.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ უქმე დღეების დასრულების შემდეგ, ყურბანოვების ოჯახის დახმარების საკითხს განიხილავენ.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button