ხანძრის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ახალგაზრდა მამაკაცი დაიწვა.

როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ გოგსაძემ განაცხადა, შემთხვევა ღამით მოხდა.

“სახლს გვერდით აქვს დამხმარე ნაგებობა. ახალგაზრდა მამაკაცი სახლში გვიან დაბრუნდა და დამხმარე ნაგებობაში შევიდა. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, თუმცა პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი სიგარეტის ნამწვის შედეგად გაჩენილი ცეცხლით დაიწვა”, – განაცხადა არჩილ გოგსაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button