მნიშვნელოვანირეგიონი

ხანუმა ჯეირანოვას საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ პირს წაუყენა

ხანუმა ჯეირანოვას გახმაურებულ საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ პირს წაუყენა.
ბრალდების ფორმულირებით, მოქალაქეების ჯგუფი, წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა და გარდაცვლილს დამამცირებლად ეპყრობოდა.

გენერალული პროკურატურის ინფორმაციით, ორივე მოქალაქე, სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხანუმა ჯეირანოვას, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდა სოფლის მოსახლეობის წინაშე ამცირებდა.

2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, მათ ქალი, ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ, მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფლის ცენტრში მიიყვანეს.

ბრალდებულები, გარდაცვლილს, სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, ის უნდა დასჯილიყო.
ჯგუფის წევრების მოქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია და2014 წლის 18 სექტემბერს, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარუდგინეს, რაც სასჯელის ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორივე ბრალდებულს სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
ამავე საქმეზე 2022 წლის 27 აპრილს პროკურატურამ ბრალი სამ პირს წარუდგინა

ბრალდება, სამივე პირს, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.
სამივე მათგანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button