ხარძიანის მკვლელობის გახსნილი საქმე და ოჯახის გამოხმაურება [Video/Audio]

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წლის 28 მარტს მომხდარი, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა და განცხადება გავრცელდა.

ხარძიანის მკვლელობაში მხილებული არიან უკრაინის მოქალაქე, 31 წლის ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 43 წლის ოლეგ დოევი.

როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის ჩადენიდან რამოდენიმე დღეში, გამოძიებისათვის უკვე ცნობილი იყო დამნაშავე პირთა ვინაობა, იმის გამო, რომ გამოძიებას ხელი არ შეშლოდა, პროკურატურის მიერ ამ დრომდე არ გასაჯაროვდა საქმის დეტალები. მიუხედავად საქმის გახნილად გამოცხადებისა, პროკურატურაში არ უთქვამთ რა იყო მკვლელობის მოტივი.

ბესო ხარძიანი 28 მარტს მოკლეს. ბიზნესმენს საკუთარ სახლთან სამჯერ ესროლეს, დაჭრილი საავადმყოფოში გადაჰყავდათ, თუმცა მისი დახმარება ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

ხარძიანი ახალი ხელისუფლების პირობებში საპატრიარქოში შედგენილი შესაწყალებელთა სიით გათავისუფლდა. მას შემდეგ ის იწყებს სასამართლო დავას კუს ტბის ქონების დაბრუნების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოში მან ერთი საქმე მოიგო, მეორე კი წააგო.

პროკურორის ეკა აღლემაშვილის ხმა

როგორ აფასებს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ბესიკ ხანძიანის ოჯახი?

მოუსმინეთ ბესიკ ხარძიანის დედას, ასმათ ხარძიანს_ხმა

ვიდეო მასალა მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა

მსგავსი პოსტები

Back to top button