მნიშვნელოვანისიახლეები

ხარებას ნაცვლად რომანი-ზვიად ხარაზიშვილმა „ხარება“ თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო – აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა“, – წერია შსს-ის განცხადებაში.

რომან ქარცივაძის შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება.
ზვიად ხარაზიშვილი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული აქციების შემდეგ მოექცა – როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, იძალადეს აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მათგან ამ დრომდე დასჯილი არავინაა.

„ხარებას“ პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. ორივე ამ ქვეყნის სანქცია ჰქონდა შს ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც, რომელმაც თანამდებობა 28 მაისს დატოვა.

გომელაურის ნაცვლად „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრად გელა (გეკა) გელაძე დანიშნა. ამის შემდეგ შსს-ში დაიწყო საკადრო ცვლილებები.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ უწყებამ ოფიციალური ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

ვაჟა სირაძე ლევან მაისურაძემ შეცვალა

კუპატაძე „კრიმპოლიდან“ დაცვის პოლიციაში, სირაძე პოლიციის დეპარტამენტში – საკადრო ცვლილებები შსს-ში

ვაჟა სირაძე რომელიც ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის მიერ არის სანქცირებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა

მსგავსი პოსტები

Back to top button