მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხარკივში მასობრივი საფლავი იპოვეს

ხარკივში, ბოროვის რაიონში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს. ინფორმაციას ეროვნული პოლიცია ავრცელებს.

პოლიციაში ამბობენ, რომ წინასწარი მონაცემებით, საფლავში სულ მცირე 17 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, მათი ნაწილი სამხედროები არიან, ნაწილი კი მშვიდობიანი მოსახლეობა.

მასობრივი საფლავი ადგილობრივმა მოსახლეობამ იპოვა, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინეს.

“მოსახლეობა ჰყვება, რომ ოკუპანტები ცხედრებს მთელ რაიონში აგროვებდნენ. 13 აპრილს ორი სატვირთო მანქანით მოიყვანეს, ამოთხარეს დიდი ორმო და ყველა ცხედარი იქ ჩააგდეს. შემდეგ დასაფლავის ადგილი, ტანკებით მიწასთან გაასწორეს”, – ჰყვებიან ადგილობრივები.

ცხედრების ექსჰუმაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, რის შემდეგაც მათ ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

მანამდე, 6 ოქტომბერს ხარკივის დეოკუპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 534 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
დონეცკის ოლქის ოკუპირებულ შახტერსკში ნავთობის ბაზა იწვის. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

რუსული მედია წერს, რომ სროლის შემდეგ, ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, კერძოდ კი ცეცხლი 4 რეზერვუარს უკიდია, რომელშიც საერთო ჯამში 60 ტონა ბენზინია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია 4 დაშავებულის შესახებ. ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. მათ პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს

რუსეთის არმიამ დარტყმა მიაყენა უკრაინის დედაქალაქ კიევს და ასევე ზაპოროჟიეს, იტყობინებიან ოფიციალური სამხედრო პირები 27 ოქტომბერს.

უკრაინის არმიამ მოიგერია შეტევები დონბასის აღმოსავლეთში და ქალაქი დატოვა ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციამ.

კიევის ოლქის გუბერნატორის, ოლექსი კულებას თქმით, 27 ოქტომბრის დილით რუსეთის დრონებმა დაარტყეს ენერგეტიკულ ობიექტს, რასაც მოჰყვა ხანძარი. კულებას სიტყვებით, „რუსები იყენებენ დრონებს და რაკეტებს, რათა გაანადგურონ უკრაინის ენერგეტიკული სისტემა ზამთრის დადგომამდე და ტერორი მოუწყონ სამოქალაქო მოსახლეობას“.

გვიან ღამით რუსეთმა „სმერჩის” ტიპის რაკეტებით დაბომბა ზაპოროჟიე. ამის შესახებ Telegram-ით გაავრცელა ცნობა სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა ალექსანდრ სტარუხმა, რომლის თანახმად, განადგურდა ინფრასტრუქტურა და გაჩნდა ხანძარი, რომელიც ჩააქრეს. მსხვერპლი არ არის.

ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი რუსეთის არმიის ხელშია, დედაქალაქ ზაპოროჟიეს უკრაინა აკონტროლებს.

27 ოქტომბერს უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ კიევმა გააძლიერა თავისი ძალები ბელარუსთან საზღვარზე, რათა წინ აღუდგეს რუსეთის შემოტევას საზღვრის გავლით.

27 ოქტომბერს რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის გუბერნატორად დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ ოლქის დედაქალაქი, ხერსონი, დატოვა 70 ათასმა ადამიანმა. სალდოს მოადგილის, კირილ სტრესოუმოვის თანახმად, ევაკუაცია შეეხო ასევე მოსკოვის მიერ დანიშნულ რეგიონულ ადმინისტრაციას.

სალდომ განაცხადა, რომ რუსი გენერლის, მე-18 საუკუნეში ხერსონის დამაარსებლის, გრიგორი პოტიომკინის ნეშტი, რომელიც ქალაქის ეკატერინეს ეკლესიაში ინახებოდა, მის ძეგლთან ერთად, სხვაგან გადაიტანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button