რეგიონი

ხარკოვთან შეტაკებას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა

როგორ არ მინდა დავიჯერო.
სერგო ჩვენთვის მხოლოდ მეგობარი არ იყო, ის იყო სიკეთის, ერთგულების და ნამდვილი მეგობრობის მაგალითი. მისი გული ყოველთვის ღია იყო მათთვის, ვისაც მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებოდა.

მადლობა მეგობარო ყველაფრისთვის, რაც გაეცი – მეგობრობისთვის, სიკეთისთვის და ერთგულებისთვის.

მშვიდად განისვენე სერგო. შენ ყოველთვის იქნები ჩვენს მეხსიერებაში და გულებში.-წერს ბესიკ შამუგია სოციალურ ქსელში.

არსებული ინფორმაციით, გუშინ ხარკოვთან შეტაკებისას ქართველი სამხედრო დაიღუპა.

“კიევში იცის მეუღლემ და დედამ…

სერგო ახმეტის რაიონიდანაა, დიდი ხანია კიევში ცხოვრობს, უკრაინის მოქალაქეა, დარჩა 3 შვილი”,-გვითხრა შამუგიამ.

ხარკოვთან შეტაკებისას კიდევ ერთი ქართველი სერგო გორნაკაშვილის სიცოცხლე შეეწირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button