ხაშმში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ქურდობისთვის 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ქურდობაშია მხილებული, დაკავებულის არასრულწლოვანი ძმაც. ის 17 წლისაა.
გამოძიების ვერსიით, ძმებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან, სხვადასხვა ნივთი მოიპარეს და დააზიანეს წმინდანების რამდენიმე ხატი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალგაზრდებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ქურდობის ფაქტი, 7 ივლისს მოხდა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა.
ახალგაზრდებმა, ეკლესიიდან წაღებული ნივთები, ხაშმში მერის წარმომადგენლის თანდასწრებით, გუშინ,8 ივლისს უკან დააბრუნეს.