ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი სკანდალში ეხვევა

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, ვალერი გელაშვილი სკანდალში ეხვევა.

გავრცელდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც დიალოგი სავარაუდოდ, ხაშურში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატსა და რაიონის გამგებლის მოადგილეს შორის მიმდინარეობს.

ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, გელაშვილი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და გამგეობის თანამშრომლების ხელფასების ზრდაზე საუბრობს.

აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის. უწყებაში განმარტავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატსა და ხაშურის რაიონის გამგებლის მოადგილე დაიკითხებიან. აუდიტის სამსახურში გარცელებულ აუდიოჩანაწერში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს ხედავენ. კერძოდ, საუბარია ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვაზე.

დანაშაულის აღმოჩენის შემთხევაში, ვალერი გელაშვილს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრება. სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, სახელმიწფო აუდიტის სამსახური პროკურატურას მიმართავს და საქმის შემდგომი მოკვლევისთვის მოპოვებულ მასალებს წარუდგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button