ხაშურის მე-4 საჯარო სკოლაში სამი მოსწავლე დაშავდა

ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლაში ჭერიდან ბათქაშის ჩამოშლის შედეგად სამი მოსწავლე დაშავდა. სამივე მათგანი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სტაციონარული მკურნალობა მხოლოდ ერთს დასჭირდა.

მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების ინფორმაციით, სკოლა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება.

სკოლის დირექტორის განცხადებით, განათლების სამინისტროს დაფინანსებით სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button