მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ხატია დეკანოიძე: “მე და ჩემ შვილს გვითვალთვალებენ”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისანში ხატია დეკანოიძე მასზე, მისი ოჯახის წევრებზე და მის 21 წლის შვილზე კრიმინალური პოლიციის მხრიდან განხორციელებულ უკანონო თვალთვალზე საუბრობს. ამის შესახებ, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა.

დეკანოიძე, ასევე, კონკრეტულ დღესაც ასახელებს. მისი თქმით, მანქანა, რომელიც მის შვილს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა, გლდანის პირველი განყოფილების თანამშრომელს, პეტრიაშვილს ეკუთვნის.

დეკანოიძე ამბობს, რომ შსს და სუს-ი, ხელისუფლების დავალებით, პოლიტიკური ოპონენტების დაშინება-შანტაჟზე მუშაობს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ამ ინფორმაციით დაინტერესდნენ.

მოისმინეთ ხატია დეკანოიძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button