სპორტი

ხავი მარტინესი მიუნხენის ბაიერნიდან მიდის

9 წლიანი წარმატებული სეზონის შემდეგ ხავი მარტინესმა ბაიერნიდან წასვლა გადაწყვიტა.

მხარეებმა კონტრაწტის გახანგრძლივებაზე უარი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაადასტურეს. ფეხბურთელს კონტრაწტი 30 ივნისს ეწურება და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.

32 წლის ესპანელი მიუნხენურმა გრანდმა 2012 წელს ბილბაოდან შეიძინა.

რეკორდმაისტერის ფორმით მარტინესმა 266 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, რაც შეეხება ტიტულებს: 8_ჯერ ბუნდესლიგა, 5_ჯერ გერმანიის თასი, 4_ჯერ ქვეყნის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპის სუპერთასი და ამდენივეჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი პოსტები

Back to top button