ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
სასამართლომ ფულის გათეთრება ვერ დაადგინა და მუხლი გადაკვალიფიცირდა.
თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მხულის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ თუმცა მოსამართლემ მათ გირაო შეუფარდათ და ამოსამართლის გადაწყვეტილებითვე ეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.
შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება.
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას “ლელოს” ოფისში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.
ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინეთ
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე – პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის და ადვოკატის ზვიად კორძაძის ხმა